"ჯორჯიან ეარვეისი" | Georgian Airways | აირზენა
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” – ქართული ეროვნული ავიაგადამზიდველია!
იგი მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განახლებასა და განვითარებაზე.
2004 წელს აგვისტოდან ავიაკომპანია „აირზენამ“ სახელწოდება შეიცვალა და ოპერირებას “ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძობს.
25 წელზე მეტი გამოცდილებით, Georgian Airways -ი მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გთავაზობთ ფრენებს მაღალი ხარისხის მომსახურებით.
რატომ Georgian Airways?
ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი პირდაპირ ფრენებს თბილისიდან შემდეგი მიმართულებებით ასრულებს: ბერლინი, პარიზი, ნიცა, ვენა, ამსტერდამი, მიუნხენი, მილანი – ბერგამო, ლარნაკა, თელ-ავივი, სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ერევანი.
- უსაფრთხოება და სანდოობა: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თქვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვასრულებთ საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველვყოფთ მაღალი დონის ტექნიკურ შემოწმებებს.
- კომფორტული მოგზაურობა: ჩვენი თანამედროვე ფლოტი გთავაზობთ მყუდრო და კომფორტულ გარემოს, რათა თქვენთვის მოგზაურობა მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს.
- გამორჩეული მომსახურება: პროფესიონალი და მეგობრული ეკიპაჟი მზადაა მოგაწოდოთ საუკეთესო მომსახურება თქვენი ფრენის განმავლობაში.
- გლობალური მიმართულებები: Georgian Airways გაძლევთ შესაძლებლობას, იფრინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო პუნქტებიდან.
ჩვენი სერვისები
- ბიზნეს კლასი: მაქსიმალური კომფორტი და განსაკუთრებული ყურადღება ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის.
- ეკონომ კლასის სერვისები: ეკონომიკური და ხარისხიანი არჩევანი კომფორტული მგზავრობისთვის.
- გახდით ჩვენი “Sky Club”-ის წევრი: მიიღეთ უნიკალური ბენეფიტები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში.
ფრენის დაჯავშნა და ინფორმაცია
ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაჯავშნოთ ფრენა და მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი მომავალი მოგზაურობის შესახებ. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, დაგვიკავშირდით 032 255 77 77, ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ.
ტურისტული კომპანიის მხარდაჭერა
მოგზაურობისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეში
• ავიაბილეთი • სასტუმროს ჯავშანი • სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა • ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი) • ავტობუსის და მატარებლის ბილეთები •
დაგეგმეთ საუკეთესო მოგზაურობა თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით. აირჩიეთ მოგზაურობის მიმართულება, ფტენის ტიპი (ავიაბილეთი ერთი მიმართულებით თუ ორივე მხარე) და პერიოდი.
ჩვენ გირჩევთ რა უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობის დაგეგმვისას.უბრალოდ დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით რომ დაჯავშნოთ და შეიძინოთ სასურველი ტურისტული პროდუქტები თქვენთბის საუკეთესო პირობებით!
ზოგჯერ ძნელია ყველა იმ მომენტის გათვალისწინება, რასც მოგზაურობის დაგეგმვის დროს არის ყურადსაღები. ამიტომ უმჯობესია მოგზაურობა შეიძინოთ IATA აკრედიტებული ტურისტული კომპანიისგან (ავიასააგენტოებში), რომელიც 24/7 – მზად იქნება გაგიწიოთ კვალიფიციურიური მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც წარმოიქმნება მოგზაურობის დროს. მაგალითად თუ ფრენა გადაიდო ან სხვა მიზეზით საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა მოგზაურობის გეგმაში.
მოგზაურობის დროს სააგენტოს მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია.
დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით!