ფრენის კომპენსაცია
დაგვიკავშირდით და გადაამოწმეთ, გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია?
- Home
- »
- ფრენის კომპენსაცია
შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია?
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით სააგენტოს და გადაამოწმეთ, გეკუთვნით თუ არა 600€-მდე ფრენის კომპენსაცია.
599 74 34 34
როდისაა შესაძლებელი მიიღოთ ფრენის კომპენსაცია
კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დაცული იყოს ყველა ქვემოთ მოცემული ყველა პირობა.
- რეისის დაგვიანება ან გაუქმება გამოწვეული უნდა იყოს მხოლოდ ავიაკომპანიის მიზეზით.
- თქვენი ფრენა გაუქმდა გამგზავრებიდან 14 დღით ადრე და თქვენ არ შეგატყობინეს.
- თუ თქვენი რეისი დანიშნულების ადგილას მინიმუმ 3 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა.
- ავიაკომპანიის მიერ საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმა არასაკმარისი ადგილების ან სხვა მიზეზით.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეისს ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანია ასრულებს.
- ავიარეისის აფრენის ან ჩაფრენის დანიშნულების ადგილი უნდა იყოს ევროკავშირის ტერიტორია.
რამდენი შეიძლება იყოს ანაზაურებული?
თქვენი კომპენსაცია შეიძლება იყოს €250, €400, ან €600. იგი განისაზღვრება ფრენის ხანგრძლივობით და მანძილით. რაც უფრო ხანგრძლივი და შორია ფრენა, მით უფრო მეტია კომპენსაცია.
— მანძილი 1500 კმ- მდე 250 €
— მანძილი 1500-3500 კმ-მდე 400€
— მანძილი 3500 კმ-ზე მეტი 600€
როდის ვერ მიიღებთ ფრენის კომპენსაციას!
თუკი რეისის გადადება, დაგვიანება ან გაუქმება დაკავშირებულია (მეტეო), ამინდის გაუარესებასთან, ავია კომპანიის ან აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვასთან ან სხვა ექსტრემალური სიტუაცასთან და არა მისი მიზეზით, როგორც წესი ავია კომპანიას მგზავრებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა არ ევალება.
– იმ შემთხვევაში როცა ავიაკომპანია შემოგთავაზებთ ალტერნატიულ ფრენას, ავია ბილეთის ფასი შეიძლება აღემატებოდეს თქვენს მიერ შეძენილ ბილეთის ფასს, თუმცა მიუხედავად ამისა, მას უფლება არ ააქვს მოგთხოვოთ თანხის დამატება.
– თუ თქვენ მიიღებთ ავიაკომპანიის ალტერნატიულ შეთავაზებას, შემდეგ თქვენ ვეღარ მოითხოვთ ფრენის კომპენსაციის ანაზღაურებას.
რეგულაციები ფრენის კომპენსაციის შესახებ
ევოკავშირის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაციის (EC) No 261/2004, თანახმად დგინდება საერთო წესეები მგზავრებისთვის კომპენსაციისა და დახმარების შესახებ. ფრენის უარის თქმის და ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში.
> ეს რეგულაცია ეხება ფრენებს რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში.
> ამასთანავე უნდა ვიცოდეთ ისიც რომ, ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიების რეისებზე.
> კომპენსაციის მიღების უფლება ეძლევათ სხვა არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსაც.
ფრენის კომპენსაციის გაცემს გადამზიდავი ავიაკომპანია, რომელიც პასუხისმგებელია მისი მიზეზით ფრენის დროს შექმნილ შეფერხებაზე , რეისის გაუქმება, დაგვიანება ან გაადება 3 საათზე მეტი დროით, ჩასხდომაზე უარის თქმა ავიაკომპანიის მიზეზით და სხვა.

დაგვიანებული და გაუქმებული ფრენების კომპენსაცია
დაგვიკავშირდით და გადაამოწმეთ, გეკუთვნით თუ არა 600€-მდე ფრენის კომპენსაცია