სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა – მოგზაურობისას მოულოდნელი უსიამოვნებისაგან თავის დასაცავად!
- Home
- »
- სამოგზაურო დაზღვევა
რატომ უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა?
Მოგზაურობა როგორც ყოველთვის სასიამონო ემოციებთან ასოცირდება, თუმცა თქვენგან დამოუკიდებლად წარმოქმნილმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ, განწყობა შესაძლოა სრულად შეცვალოს.
- შეიძინეთ დაზღვევა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ.
- გარდა ამისა სადაზღვევო პოლისი სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტია უცხო ქვეყნის საზღვრის კვეთისას.
რას ფარავს სამოგზაურო დაზღვევა?
სადაზღვევო პოლისი მოიცავს, საზღვარგარეთ განსაზღვრული ვადით ვიზიტის დროს, გაუთვალისწინებელ გადაუდებელ ავადმყოფობასთან ან უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლოა შენი მომსახურება განახორციელოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ამბულატორიამ, ჰოსპიტალმა, სტომატოლოგიურმა კლინიკამ და ა.შ
რას მოიცავს სადაზღვევო პოლისი?
- სასწრაფოსამედიცინო დახმარება
- გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობა
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება
- გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება
- მედიკამენტები
- სამედიცინო ევაკუაცია და თანმხლები პირის საქართველოში დაბრუნება
- რეპატრიაცია
- REDMED-ის ვიდეო/აუდიო კონსულტაცია
- გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა
გამონაკლისები
სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ხარჯები არ ანაზღაურდება,
ვის ჭირდება დაზღვევა?
- ნებისმიერ ადამიანს, ვინც ხანმოკლე თუ ხანგრძლივი დროით მიემგზავრება საზღვარგარეთ საქმიანი, სასწავლო, ტურისტული ან სხვა მიზნებისთვის.
სად უნდა შევიძინო დაზღვევა და როდის?
- დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ მოგზაურობის დადეგმვისას, ნებისმიერ დროს ტურისტულ სააგენტოში, ავიაბილეთების, სასტუმროს ან ტურისტული პაკეტის შეძენისას.
- დაზღვევა უნდა შეიძინოთ მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, დაზღვევა ძალაში შევა პოლისში მითითებული მოგზაურობის დასაწყისი თარიღის 00:00 საათიდან.
- ამასთანავე აუცილებელი მოთხოვნაა სადაზღვევო პოლისი შეძენილი და გაფორმებული უნდა იყოს თქვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრის დატოვებამდე.
რა ტიპის შეიძლება იყოს სამოგზაურო დაზღვევა?
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენზე მორგებული სადაზღვევო პოლისები:
- ერთჯერადი
ერთჯერადი დაზღვევის შეძენისას, ირჩევთ კონკრეტულ თარიღებს (პერიოდს), რომლითაც ერთჯერადად ისარგებლებთ დაზღვევით. - მრავალჯერადი
მულტი დაზღვევის შეძენისას წინასწარ ირჩევთ სასურველ სადაზღვევო პერიოდს, მაგალითად 1 წელი, 6 თვე, 3 თვე, ანუ დღეების რაოდენობას, თანხას იხდით ერთჯერადად და არჩეული პერიოდის ფარგლებში, ყოველი მოგზაურობისას ავტომატურად ისარგებლებთ დაზღვევით.
რა შეიძლება იყოს დაზღვეული მოგზაურობისას?
თქვენი სურვილის მიხედვით მოგზაურობისას გარდა სავალდებულო ჯანმთელობის დაზღვევისა დამატებით საფასურის გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ დააზღვიოთ
- ბარგის დაკარგვა
- ავიარეისის გადადება
- მოგზაურობის გაუქმება
- მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა
- შენგენის ტერიტორიაზე შესვლის უარი

დაგვიანებული და გაუქმებული ფრენების კომპენსაცია
დაგვიკავშირდით და გადაამოწმეთ, გეკუთვნით თუ არა 600€-მდე ფრენის კომპენსაცია