aviabiletebi ავიაბილეთები 99 ლარიდან, ავია ბილეთები ს შეძენა

თბილისი თელავივი ავიაბილეთები

ავიაბილეთები თბილისი თელავივი – 2-ზე მეტი ფრენა ყოველ დღე თბილისიდან, ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი 25 წუთიპოპულარული მიმართულებაა საქართველოდან. 

  • Home
  • »
  • tbilisi telavivi aviabiletebi

თბილისი თელავივი ავიაბილეთები

ავიაბილეთები თბილისი თელავივი – ერთერთი მოთხოვნადი მიმართულებაა საქართველოდან. 
ისრაელსა და საქართველოს შორის ტრადიციულად არსებობს  მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე მნიშვნელოვანია ქართულ-ებრაული დიასპორები ჩვენს ქვეყნებში. მოქმედებს გაცვლითი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროგრამები ორ ქვეყანას შორის.
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ებრაელი ტურისტების ინტერესი  საქართველოს კურორტებისა და ღირშესანიშნაობების მიმართ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით მგზავრთნაკადი მზარდია ორ ქვეყანას შორის.

თბილისი თელავივი ავიაბილეთები

  • თბილისიდან თელავივის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ყოველდღე სრულდება გარდა შაბათი დღისა.
  • ავიარეისები თელავივის მიმართულებით სრულდება ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდანაც, გარკვეული პერიოდულობით.
    (რეგულარული ან სეზონური ჩარტერული)
  • ამჟამად თელავივის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways, MyWay Airlines, Israir AirlinesEl Al Israel Airlines ავიაკომპანიები ასრულებენ.

თბილისი თელავივი - ავიარეისების განრიგი

ბათუმი თელავივი - ავიარეისების განრიგი

თელავივი - ისრაელის სახელმწიფო

ისრაელის სუვერენული სახელმწიფო, შეიქმნა 1948 წლის 14 მარტს.
ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. 
ისრაელი – საპარლამენტო რესპუბლიკაა. ერთპალატიანი პარლამენტით – კნესეტი, კნესეტი შედგება 120 დეპუტატისგან, რომლის არჩევა ხდება არჩევნების გზით პროპორციული სიით. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.
სახელმწიფოს ოფიციალური მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ხუთი წლის ვადით ირჩევს კნესეტი. ისრაელში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემაა.
ისრაელი 6 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება: ცენტრალური, ხაიფა, იერუსალიმი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, თელ-ავივი. 

თელ ავივი (ებრ. תל אביב, თელ ავივ) არის ისრაელის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რომელიც ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრად ითვლება. ქალაქი განთავსებულია ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, და ცნობილია თავისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი კულტურით და  ღირსშესანიშნაობების სიმრავლით.

სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში

მოკლევადიანი ვიზიტით საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 1-დან 90 დღემდე ვადით 6 თვის განმავლობაში.
2025 წლის 01 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები უვიზო რეჟიმით.
ისრაელში მოგზაურობის მსურველებს მოეთხოვებათ გამგზავრებამდე მინიმუმ 72 საათით ადრე შესაბამის პორტალზე აპლიკაციის შევსება, ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის ETA-IL (Electronic Travel Authorization) მოპოვების მიზნით.
ბმული: https://israel-entry.piba.gov.il 
გასათვალისწინებელია, რომ ETA-IL ავტორიზაცია არ წარმოადგენს საზღვრის კვეთის გარანტიას, მოქალაქეს მოუწევს გასაუბრების გავლა საზღვრის დაცვის ოფიცერთან.

ისრაელის საელჩო საქართველოში

საკონტაქტო დეტალები
დავით აღმაშენებლის გამზირი 154, 0112 თბილისი, საქართველო

ტელეფონი:
ტელ: (+995 32) 2556500

ფაქსი: (+995 32) 2556533
ელ-ფოსტა: info@tbilisi.mfa.gov.il  
მიღების საათები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

10:00 – 13:00

საქართველოს საელჩო ისრაელში

საკონტაქტო დეტალები

მისამართი:
7 ჟაბოტინსკის ქუჩა, რამათ განი, 5252007, ისრაელი

ტელეფონი: (+972 3 609 3206)

ვებგვერდი: https://israel.mfa.gov.ge/

ავიაბილეთების ძებნა

თბილისი თელავივი ავიაბილეთები