aviabiletebi ავიაბილეთები 99 ლარიდან, ავია ბილეთები ს შეძენა

tbilisi-baku_itageorgia.ge

Tbilisi Baku-თბილისი ბაქო ავიაბილეთები

tbilisi baku-თბილისი ბაქო ავიაბილეთები. პირდაპირი რეისები ბაქოს მიმართულებით!

Azerbaijan Airlines • Tbilisi Baku - თბილისი ბაქო ავიაბილეთები.

ავიამიმოსვლის განრიგი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით Tbilisi Baku

Tbilisi Baku - თბილისი ბაქო ავიაბილეთები.

აზერბაიჯანის სახელმწიფო – ქალაქი ბაქო

ბაქო – სახელწოდება მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან Bād-kube, რაც ქართულად „ქარიან ქალაქს“ ნიშნავს. ქალაქი აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, კასპიის ზღვის სანაპირო. საბჭოთა ეპოქაში ბაქო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დღეს ბაქო ამიერკავკასიის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. 
აზერბაიჯანი –  აზერბაიჯანის რესპუბლიკა (Azərbaycan Respublikası). აზერბაიჯანი უნიტარული და ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ქვეყანა სეკულარული წყობისაა. მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმია.
აზერბაიჯანის ეკონომიკა – 2015 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალია. წამყვანი ადგილი უწირავს ისეთ დარგებს როგორიცაა, ნავთობმრეწველობა და ენერგეტიკა.
აზერბაიჯანი და საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიები ახორციელებენ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს. აღსანიშნავია „ბაქო-სუფსისა“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენები, „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენი და სხვა.
ტურიზმის სფეროში – ვიზიტორთა რაოდენობა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ყოველწლიურად იზრდება.

სავიზო მოთხოვნები

საქართველოს რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების მიზნით ხელმოწერილია შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში

მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 4
ტელეფონი: 032 224 22 20  
ელ-ფოსტა: tbilisi@mission.mfa.gov.az
ვებ-გვერდი: www.tbilisi.mfa.gov.az

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში

მისამართი: ქ. ბაქო, იაშარჰუსეინოვის ქ.13/15, 
ტელეფონი: (+994 50) 250 07 10)
ელ-ფოსტა: bakuemb@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: https://azerbaijan.mfa.gov.ge/

სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადაა

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოს შეატყობინეს ერევნის თანხმობაზე “აზერბაიჯანის წინადადებებზე ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით”, რა მუხლებზეა საუბარი დასახელებული არ არის.

“შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მათ აზერბაიჯანულ მხარეს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.