თბილისი მოსკოვი
- Home
- »
- tbilisi moskovi aviabileTebi
ავიაბილეთები მოსკოვის მიმართულებით
ავიაბილეთები მოსკოვის მიმართულებით – ტრადიციულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებად ითვლებოდა მრავალი წლების მანძილზე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ყოველდღიურად სრულდება,
რეისებს ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეის” -ი Georgian Airways და რუსული Azimuth -ი არულებს.
მოსკოვი
მოსკოვი – რუსეთის ფედერაციის დედაქალაქია, მისი მოსახლეობა სხვადასხვა მონაცემებით 14 644 586 კაცს შეადგენდა (2020 წლისათვის). მოსკოვი მსოფლიოს ქალაქებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობით ათეულში შედის.
რუსეთი ფედერაციული რესპუბლიკაა. ფედერაციაში შედის: 21 რესპუბლიკა, 55 მხარე, ფედერალური მნიშვნელობის 2 ქალაქი (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი), 11 ავტონომიური მხარე. დღევანდელი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორია 1917 წლამდე წარმოადგენდა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიას, ხოლო 1917 წლიდან 1991 წლამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას. მასში რუსეთი შედიოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის სახით.
სახელმწიფოს მეთაურია ფედერაციის პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო და სახელმწიფო დუმა). აღმასრულებელ ძალაუფლებას ახორცილებს ფედერაციის მთავრობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია მისი კანონმემკვიდრე გახდა. არის გაეროს მუდმივი წევრი.
1991 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
რუსეთი და საქართველო
საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაცია ატარებდა აგრესიულ პოლიტიკას და მხარს უჭერდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სეპარატისტულ მოძრაობას, რომელიც დასრულდა აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით.