aviabiletebi ავიაბილეთები 99 ლარიდან, ავია ბილეთები ს შეძენა

ფრენების კომპენსაცია

ფრენების კომპენსაცია – გაიცემა გადამზიდავი ავიაკომპანიის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ფრენის დროს შექმნილ შეფერხებაზე, რეისის გაუქმება, დაგვიანება ან გაადება 3 საათზე მეტი დროით, ჩასხდომაზე უარის თქმა ავიაკომპანიის მიზეზით და სხვა. 

დაგვიკავშირდით და გადაამოწმეთ, გეკუთვნით თუ არა 600€-მდე ფრენის კომპენსაცია.
599 74 34 34

როდისაა შესაძლებელი კომპენსაციის მიღება

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა მოცემული პირობა.
რეისის დაგვიანება ან გაუქმება გამოწვეული უნდა იყოს ავიაკომპანიის მიზეზით.
გამგზავრებიდან 14 დღით ადრე და თქვენ არ შეგატყობინეს ფრენის გაუქმების შესახებ.
რეისმა მინიმუმ 3 საათის დაააგვიანა დანიშნულების ადგილას ჩაფრინდა.
ჩასხდომაზე უარის თქმა არასაკმარისი ადგილების ან სხვა მიზეზით.
იმ შემთხვევაში თუ რეისს ევროპული ავიაკომპანია ასრულებს. 
რეისის აფრენის ან ჩაფრენის უნდა ხდებოდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ევროპარლამენტის 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაციის (EC) No 261/2004, თანახმად დგინდება  რეგულაციები მგზავრებისთვის კომპენსაციისა და დახმარების შესახებ. ფრენის უარის თქმის და ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში.
ეს ეხება ფრენებს რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში ან სხვა ქვეყნებში ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ განხორციელებულ  ავიარეისებზე.
კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე სხვა არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსაც.  

მგზავრთა უფლებები ფრენის გაუქმებისა და რეისის დაგვიანების დროს - რჩევები

თვითმფრინავის ბორტზე ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის
კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

250,00 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია)
400,00 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია)
600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია)

ფრენის ხანგრძლივი დაგვიანება

მგზავრების დახმარების ვალდებულება ავიაკომპანიებს ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში წარმოეშვებათ. ხანგრძლივი დაგვიანება წარმოადგენს ფრენის დაგვიანებას, რომელიც აღემატება ორ საათს. ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:

ორ საათზე მეტ დროს – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანიამ მგზავრებს შემდეგი დახმარება უნდა აღმოუჩინოს: კვება და გამაგრილებელი სასმელები, საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე – მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე.

EU

მიიღეთ ფრენების კომპენსაცია